შიდა ქართლი. 4 მაისს, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან" არსებული გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებმა კამპანიის „ ახალგაზრდები ევროპული ღირებულებებით" ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართეს.
„ცენტრის ლიდერმა სოსო მეზვრიშვილმა ჩაატარა თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი „ჰიბრიდული საფრთხეები". ტრენინგი ეხებოდა ჰიბრიდულ საფრთხეებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ქართული საზოგადოება. ახალგაზრდებმა გაიგეს თუ რა მეთოდები არსებობს ჰიბრიდული ბრძოლისას და როგორია საქართველოს გამოცდილება, რა საფრთხეების წინაშე დგას და როგორია მედიის როლი", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)