აჭარა. ხულოს მუნიციპალიტეტში, ინტელექტისა და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ეფექტური ადვოკატირება". შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (#CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (#CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (#CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (#EDEC) თანამშრომლობით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში