აჭარა. ბათუმის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში ასოცირების ხელშეკრულების შესახებ შეხვედრები დასრულდა.
„ევროკლუბის წევრებმა მიმდინარე პროექტის ფარგლებში 25 თანატოლთა ტრენინგი ჩაატარეს. სხვადასხვა სფეროს მიმართულებით აღებული ვალდებულებები და მიმდინარე სიახლეები თავიანთ თანატოლებს გააცნეს. შეხვედრებზე, ჯამში 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. სურსათის უვნებლობა, ვიზალიბერალიზაცია, შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა - ეს ის თემებია, რაზეც ევროკლუბის მოხალისეები საუბრობდნენ”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)