გურია. 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში“ პარტნიორი სკოლებისთვის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის: სოფელი შემოქმედი, სოფელი ნასაკირალი, სოფელი ლაითური, სოფელი ნაგომარი, სოფელი შრომა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხაჯალია) გაიმართა ტრენინგი თემაზე „საჯარო სკოლების თვითშეფასება“.
„ტრენინგის მიზანი იყო ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებისთვის თვითშეფასების შესახებ თეორიული ინფორმაციის მიწოდება, შეფასების პროცესის განხორციელებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ტრენინგის ბოლოს განისაზღვრა თვითშეფასების პროცესის სამუშაო გეგმა. აღნიშნული სკოლების წარმომადგენლები მოამზადებენ სკოლის თვითშეფასების დოკუმენტს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)