თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს სტატიას: ქრისტიანული სოციალური სწავლების წარმოშობა და განვითარება დასავლეთის ეკლესიის მაგალითზე.
„ყოველივე ზემოთაღნიშნულთან ერთად, აუცილებელია გვესმოდეს, რომ ეკლესიის სოციალური სწვლება არ არის რაღაც, ერთგვარი „მესამე“ ან „საშუალო გზა“ კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის. ის არ არის ეკონომიკური ან პოლიტიკური პროგრამა და, მითუმეტეს არც არანაირი „სისტემა“. მიუხედავად იმისა, რომ ის სოციალიზმსა და კაპიტალიზმს საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებს, ის არ გვთავაზობს რაიმე სახის კონკრეტულ ალტერნატიულ სისტემას. ის არის არა ტექნიკური შემოთავაზება პრაქტიკული პრობლემის გადასაჭრელად, არამედ - უფრო მორალური სწავლება, ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც ადამიანს, ფუნდამენტური ქრისტიანული წარმოდგენების შესაბამისად, ტრადიციულად სიყვარულისაკენ მოუწოდებს და საუკუნო სიცოცხლისაკენ მიუძღვის“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)