თბილისი. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგების მეორე მოდული განახორციელა.
სასწავლო გეგმით გათლისწინებულ კურსებს – ლიდერობა და საჯარო გამოსვლები, საოფისე კომპიუტერული პროგრამები, ადამიანური რესურსის მართვა და პროფესიული ინგლისური ენა – 100 ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ოთხთვიანი სწავლება წარმატებული მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)