საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებთან დაკავშირებით, 2021 წლის 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს.
განმარტება მოიცავს ყველა მყხლს, რომელზეც საქართველო რუსეთს ედავებოდა და შედეგებს, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადგა. წარდგენილ საჩივარში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რუსულ შეიარაღებულ ძალებს და მათ კონტროლქვეშ მოქმედ სეპარატისტულ ძალებს ხელი შეუწყო/ნება დართო, განეხორციელებინათ განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და მათი ქონების წინააღმდეგ. მთლიანობაში, საჩივარი ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას შეეხებოდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)