თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი ეხმიანება სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტს და 16 იანვარს ადგილზე მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)