თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს წარუდგინა ალტერნატიული ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
„ალტერნატიული ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზოგად ღონისძიებებს შემდეგ საქმეებში: „ცინცაბაძის ჯგუფი“, „იდენტობის ჯგუფი“, „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“”, „,,ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ“’’ და „,,მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ’’“. გარდა ამისა, ანგარიშში შეფასებულია ხანუმ ჯეირიანოვას საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად განხორციელებული ზოგადი ღონისძიებები. დოკუმენტში გაანალიზებულია, თუ რამდენად საკმარისია ზემოაღნიშნული საქმეების აღსასრულებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები“, ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის ელექტრონული ვერსია...
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)