თბილისი. გამოქვეყნდა საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი 2023.
ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ინდექსი იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს და შედარდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობა, მათ ტერიტორიაზე მოქალაქეთა ცხოვრებისა და სამეწარმეო საქმიანობის გარემო.
ანგარიშში წელს პირველად 41 მუნიციპალიტეტი მოხვდა. პროექტის უპირველესი მიზანია გააძლიეროს ეკონომიკური და პოლიტიკური პირობები ადგილობრივ დონეზე, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არჩევანის თავისუფლებაზე, კერძო ინიციატივაზე, ბიზნეს პირობებზე, რესურსების განაწილებაზე და საერთო სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია განახორციელოს მუნიციპალური ხელისუფლების მუშაობის მონიტორინგი და შეფასება.
წყარო: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)