თბილისი. პროექტის – „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" – ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი
www.mediamonitor.ge, სადაც თავმოყერილია წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის უახლესი შუალედური ანგარიშები. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით და მისი მთავარი მიზანია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პროფესიული, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მედია გაშუქების ხელშეწყობა მონიტორინგის გზით. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალებების რაოდენობრივი და თვისებრივი წინასაარჩევნო მონიტორინგი.
წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს 4 საზოგადოებრივი ორგანიზაცია ახორციელებს: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ინტერნიუსი-საქართველო, სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
წყარო: www.mediamonitor.ge