ცივ ამინდებში ფრინველებს საკვები რომ არ მოჰკლებოდათ, "საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის" - საბუკოსთან ერთად ფრთოსნებს საკვებურები დაუმზადეს.
არც ცუგები დავიწყებიათ და ბავშვებთან ერთად თბილი სახლები აუშენეს.
დიღმის ჭალები მთელი წელი, რეგულარულად მართავს ექსკურსიებს, გარემოსდაცვით ცნობიერების ასამაღლებლად და საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად. 2021 წლის განმავლობაში დიღმის ჭალებმა 600-ზე მეტი დამთვარიებელი მიიღო.
"ჩვენი აქტივიზმის მთავრი მოტივაცია არის, რომ გადარჩეს თბილისის უდიდესი და ეკოლოგიურად უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცე; დაცული იყოს მოქალაეების უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება და ამისათვის გარემოსდაცვითი უწეყებები გამართულად, კოორდინირებულად და შედეგიანად მუშაობდნენ. " - ანა ტრაპაიძე.
დიღმის ჭალების საინიციატივო ჯგუფი მშვიდობიანი სამეზობლოსგან შედგება, ჯგუფმა 2020 წლის აპრილიდან დაიწყო არსებობა, როგორც დიღმის ჭალების დაცვის აქტიური მოქალაქეების პლატფორმამ.
"საჭიროება კი დადგა მაშინ, როცა ჭალების მუნიციპალური სარეკრეაციო სივრცის განადგურება აქტიურად დაიწყო და მოიცავდა ტყის ჩამარხვას სამშენებლო ნარჩენებში, ქვა-ღორღის უკონტროლო მოპოვებას, დასაწყობებას და გადამუშავება-რეალიზაციას." - ანა ტრაპაიძე.
მხოლოდ დიღმის ჭალების ინიციატივის უშუალო ერთწლიანი ძალისხმვის შედეგად ეტაპოვბრივად შეწყდა სივრცის უკონტროლო გამოყენება. მიზნის მისაღწევად ინიციატივა მიმართავდა სამთლებრივი ბრძოლის ბერკეტებს, დიალოგს უფლებამოსილ მხარეებთან, საინფორმაციო, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელ და საგანმანათლებლო კამპანიებს.
ამჟამად ინიციატივა დიღმის ჭალების გულშემათკივრათა გაფართოებულ გუნდს აერთიანებს მთელი ქალაქიდან და მთავარი მიზანი გახდა დიღმის ჭალების ტყის აღდგენა და მისი საჯარო სარეკრეაციო სივრცედ შენარჩუნება.