en
ge

აქტიური საზოგადოების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის განვითარება – ასე ფიქრობენ CTC-ში

აქტიური საზოგადოების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის განვითარება – ასე ფიქრობენ CTC-ში

სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქტიურ ადამიანებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს ისეთ ცოდნაზე მიუწვდებოდეთ ხელი, რომელიც საშუალებას მისცემს გაძლიერდნენ და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე უკეთესად აკეთონ.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC უკვე 20 წელია რაც არსებობს და ის რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, ესენია:

1.სამოქალაქო საზოგადოება
2.კარგი მმართველობა და ძლიერი თვითმმართველობა
3.თემის განვითარება და მეწარმეობა
4.ინიციატივები განათლებაში

აქტიური საზოგადოების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის განვითარება – ასე ფიქრობენ CTC-ში და მათი საქმიანობა სწორედ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისკენ არის მიმართული. #განვითარებაცვლილებებისთვის აუცილებელია, რადგან #ესქვეყანაშენია



მსგავსი პოსტები