„ადამიანი, ისევე როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმები, ბიომრავალფეროვნების ნაწილს წარმოვადგენთ. ეს არის ერთი სისტემა, ჯაჭვი, სადაც ყველა რგოლი პირდაპირ თუ არაპირდაპირ ერთმანეთზეა დამოკიდებული. ბიომრავალფეროვნება სამი დონის მიხედვით არის წარმოდგენილი: გენეტიკური, სახეობრივი და ეკოსისტემური. ჯანსაღი ეკოსისტემების შენარჩუნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სუფთა ჰაერის, სუფთა წყლის წარმოქმნაში და ბუნებრივი კატასტროფების შემცირებასა და თავიდან არიდებაში.
საბუკო 2008 წლიდან ჩართულია ველური ბუნების დაცვაში, თუმცა თავდაპირველად ჩვენ მოღვაწეობა ბათუმში დავიწყეთ, სადაც მტაცებელ ფრინველთა გადაფრენას ვაკვირდებოდით და არალეგალური ნადირობის შესამცირებლად ვმუშაობდით. დღესდღეობით ეს პრობლემა და მიმართულება კვლავ აქტუალურია, თუმცა ერთ-ერთ დიდ პროექტს საბუკოსთვის ჭაჭუნას აღკვეთილის და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენა და კონსერვაცია წარმოადგენს. უახლოეს მომავალში მდინარეების მონიტორინგის პროექტსაც ვიწყებთ." - ნათია ჯავახიშვილი, ორგანიზაცია საბუკოს ხელმძღვანელი.
მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში, რადგან #ესქვეყანაშენია