გახსოვთ ალბათ ქვემო მაჩხაანის თეატრზე, რომ გიყვებოდით – დაახლოებით 150 წლის წინათ, 9 წელი რომ აშენებდა სოფელი, დასრულების შემდეგ აქ პირველ სპექტაკლებს სანდრო ახმეტელი დგამდა, მოძრავი სცენაც ჰქონდა თეატრს და უამრავი საინტერესო ლექციაც იმართებოდა სოფლის მეურნეობის, ლიტერატურის შესახებ, აქ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შეხვვედრებიც ტარდებოდა ... ახლა კი უფუნქციოდ დარჩენილ თეატრს ბვერ პრობლემასთან ერთად, ჭერიდან ჩასული წვიმის წყალიც აზიანებს
მაჩხაანელმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს წინაპრების დანატოვარს გაფრთხილებოდნენ. „ცოდნის კაფეს“ დახმარებით საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და დაიწყეს მუშაობა, რათა მეორე სიცოცხლე მიეცათ თეატრისთვის. მეორე სიცოცხლე – სწორედ ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც ადგილობრივმა აქტივისტებმა წამოიწყეს და თეატრის წინაშე მდგარი მთავარი პრობლემის მოსაგვარებლად დაიწყეს მუშაობა.
თეატრის სახურავის შესაკეთებლად წერილი დაწერეს, იგი სოფლის თითქმის ყველა მოსახლეს გააცნეს და ხელმოწერილი მოთხოვნა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს წარუდგინეს. მათ მალე არამარტო დასტური მიიღეს, არამედ სახურავის შეკეთებაც დაიწყო..
ფუნქციის აღსადგენად კი თეატრალურ დასებს მიმართეს, რათა მათ სპექტაკლებს გაეცოცხლებინა გამორჩეული თეატრის სცენა. ექვსმა თეატრმა უკვე გამოთქვა ამის სურვილი, პანდემიის გამო ჯერჯერობით ამის განხორციელება ვერ ხერხდება, თუმცა მაჩხაანელი ახალგაზრდებიც და მაცხოვრებლებიც დასახვედრად მზად არიან და სულმოუთქმენლად ელიან წინაპრების ტრადიციების აღდგენას. #გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია