en
ge

დავით კაკაბაძე და მისი უნიკალური გამოგონება

დავით კაკაბაძე და მისი უნიკალური გამოგონება

დავით კაკაბაძეზე საუბრისას საზოგადოებას, პირველ რიგში, მისი გენიალური მხატვრობა ახსენდება. თუმცა, ცოტამ იცის, კაკაბაძის სამეცნიერო საქმიანობის და უნიკალური გამოგონებების შესახებ. 

წინა საუკუნის 20–იან წლებში, პარიზში ცხოვრებისას, დავით კაკაბაძემ შექმნა უსათვალო სტერეო კინო საპროექციო აპარატი, რომელიც სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა.

გამოგონება, 1922–1925 წლებში, ევროპისა და ამერიკის 8 ქვეყანაში დაპატენტდა. ინოვაციის აღწერა, პარიზში, გამოგონებათა ინსტიტუტში, დღესაც ინახება, რომელსაც შესაბამისი ნახაზები ახლავს. 

დავით კაკაბაძე, კიდევ ერთ, იმდროისათვის ინოვაციურ პროექტზე მუშაობდა – ელექტრონათურის განათების სიმძლავრის რეგულირება. 

1927 წელს, დავით კაკაბაძეს, საბჭოთა საქართველოში დაბრუნება მოუწია. საბჭოთა ხელისუფლებამ, მოსკოვის კინოსა და ფოტოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სახით, გამოგონებების განხილვის შემდგომ, უარი უთხრა ექსპერიმენტების გაგრძელებაზე. 

თუმცა, რამდენიმე წლის შემდგომ, ჩაკეტილი ქვეყნის, ჩაკეტილ საზოგადოებას კინოსა და ფოტოგრაფიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა სხვა გამომგონებლის სტერეო სისტემის შესახებ აუწყა. იგი კაკაბაძის სისტემის იდენტური იყო... 

„ცდა მსოფლიოსთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც გუგლის ინსტიტუტი სხვადასხვა მეცნიერებისა და გამომგონებლების შესახებ გვიყვება. მათ შორისაა, დავით კაკაბაძე. ხელოვნების სასახლემ, ცნობილი ფერმწერის, გრაფიკოსის, ხელოვნების მკვლევარისა და გამომგონებლის მიღწევები და შემოქმედება გუგლის ონლაინ პლატფორმაზე განათავსა. 

აღსანიშნავია, რომ გუგლის ამ პროექტის ფარგლებში, დავით კაკაბაძე, პირველი და ერთადერთი ქართველი გამომგონებელია, რომლის სამეცნიერო საქმიანობისა და შემოქმედების შესახებ, მსოფლიო აუდიტორიას ეუწყა. 

გუგლის ინსტიტუტი დავით კაკაბაძის შესახებ...

 #გადაიაზრეისტორია რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები