en
ge

ფონდი "გურული დღიურები"

ფონდი "გურული დღიურები"

გიორგი კეკელიძის პოპულარული ნაწარმოების სახელი ჰქვია ფონდს –„გურული დღიურები“. მისი მიზანია მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც წინსვლა, ცოდნის გაღრმავება სურთ – ხელი შეუწყოს. 

ეს შეიძლება იყოს სტიპენდია, კითხვის მოყვარულთათვის წიგნები, მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ასევე სასკოლო ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება. 

ფონდი "გურული დღიურები" მეგობრებმა დააარსეს. ისინი ფონდამდეც, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მსგავს სოციალურ აქტივობას ეწეოდნენ. 2017 წლიდან დღემდე, ფონდების მოძიებით, ერთგული მხარდამჭერებისა და შემომწირველების ხელშეწყობით, ფონდს 100–ზე მეტი სტიპენდიანტი ჰყავს. ფონდის საქმიანობა დამოკიდებულია საზოგადოების ჩართულობაზე. 

სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდებს, მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების, მასწავლებლების, ფონდის მეგობრების დახმარებით ეძებენ. მათგან, კონკურსის წესით არჩევენ ერთწლიანი სტიპენდიის მფლობელს. 

სტიპენდიებს ქართველი გმირების სახელები აქვთ – ანწუხელიძის, დათა პაპას, ხოფერიას. ფონდში ამბობენ, რომ გმირების სახელობის სტიპენდია განსაკუთრებულ მოტივაციას აძლევთ ახალგაზრდებს, რათა ეს შესაძლებლობა ყველაზე დიდ „იარაღად“ – ცოდნად აქციონ. 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები