ფეხბურთში მამების თასის, მამის დღის, ტრენინგების „მამაკაცური საუბრების“, თბილისის ქუჩებში ფართომასშტაბიანი კამპანიის შემდეგ, თბილისსა და ქუთაისში. სულ ახლახანს, „მამების სკოლა“ გაიხსნა.
„მამების სკოლა“ მრავალწლიანი კამპანიის –„კაცები ზრუნავენ“ – ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიზრუნოთ ერთად“ ახორციელებს. სკოლის მიზანია რაც შეიძლება მეტმა ახალბედა მამამ მიიღოს აქტიური მონაწილეობა შვილის აღზრდაში. 8 შეხვედრის ფარგლებში, შესაბამის ხელშემწყობ რჩევებსა და ინფორმაციას მიიღებენ მონაწილეები.
„საქართველოში ჩატარებული კვლევებით კაცები უფრო ნაკლებად არიან ჩართული საოჯახო საქმეებსა და შვილის აღზრდაში ვიდრე ქალები, ამიტომაც ჩვენ ვთვლით რომ „მამების სკოლის“ მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს უფრო მეტი მამა დაფიქრდეს ამ საკითხზე“, ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია წარმომადგენელი.
ჰარმონიული საზოგადოების შექმნის საფუძველი სწორედ ასეთი ცვლილებებია, როგორსაც „მამების სკოლა" გვთავაზობს. ცვლილებები, რომელიც ადამიანებს უარყოფითი სოციალური ნომრებისა და სტერეოტიპებისგან ათავისუფლებს.
#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია