სოფლობა სოფლის კრებაა, ყრილობა, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა სოფელში დაახლოებით 1865 წლიდან 1918 წლამდე იმართებოდა და ადგილობრივები სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობდნენ და აგვარებდნენ პრობლემები.
1919 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ადმინისტრაციული მოწყობის ახალი პრინციპი ამოქმედდა, თუმცა ახალი მოდელიც, სოფლობაც – ანუ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში მოსახლეობის მონაწილეობის უნიკალური ტრადიცია საბჭოთა ოკუპაციამ მოსპო და ისტორიული მეხსიერების წყვეტა გამოიწვია.
სოფლის გზირი კარდაკარ ჩამოვლით აფრთხილებდა თითოეულ ოჯახს, სოფლობის შესახებ, რათა განეხილათ: ხვნის, თესვის, მკისა და რთველის დაწყების თარიღი, სოფლის კეთილმოწყობა და წესრიგის დაცვა; ხიდების აშენება, გზების გაყვანა და შეკეთება, ობლად დარჩენილი ბავშვების მოვლა–პატრონობა. გადასახადების გაწერისა და აკრების საკითხები, მოსავლის აღება და ა.შ. კრებას ადგილობრივების არჩეული მამასახლისი ხელმძღვანელობდა და კრების მეოქმე ოქმსაც წერდა. კრება კანონიერად ითვლებოდა თუ სოფლის მოსახლეობის ნახევარი ესწრებოდა და გადაწყვეტილება ხმების უმრავლესობით მიიღებოდ
უფრო მეტიც: „კრებასვე ევალებოდა თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი, რაც ამცირებდა საჯარო ძალაუფლების პირადი სარგებლობისთვის გამოყენების საშუალებას, ანდა უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებს“, ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციების: სათემო განვითარების ცენტრისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი პრესა „სახალხო გაზეთი“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“ აქტიურად აშუქებდნენ სოფლობის მექანიზმს და შედეგებს, მასზე მაინც ფრაგმენტული ცნობები არსებობს. ყველაზე უკეთ, მმართველობის პროცესში ადგილობრივების მონაწილეობის შესახებ ზეპირი ინფორმაციები ქიზიყში, სოფელ ტიბაანშია შემორჩენილი, ზეპირი ისტორიებით ნებისმიერ მაცხოვრებელს შეუძლია გაჩვენოთ სამი აკაკის ხიდან შემორჩენილი ერთი ხე, რომლის ჩრდილშიც იმართებოდა სოფლობა.
ესეც ჩვენი ტრადიციის საუკეთესო და თვალნათელი მაგალითია, რომელიც მმართველობით პროცესში ადგილობრივების მონაწილეობას, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ზრუნვას გულისხმობ
ინიციატივა ცვლილებებისთვის- თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საბჭოთა ოკუპაციამდე