en
ge

კოსტა ამირეჯიბი და სოფელ ავლევის უნიკალური მაგალითი

კოსტა ამირეჯიბი და სოფელ ავლევის უნიკალური მაგალითი

მე–19 საუკუნის ბოლოს, მე–20 დასაწყისში შიდა ქართლის სოფელი ავლევი გამორჩეული იყო სხვა სოფლებისგან: ჰქონდა ელექტროენერგია, რომელსაც საკუთარი ელექტროსადგურიდან იღებდა, სამეურნეო სკოლა, სადაც გოგონები და ბიჭები ერთად სწავლობდნენ, სასოფლო–სამეურნეო ახალი დანადგარები, კოოპერატივი, ამხანაგობა და საკრედიტო კავშირი, სამჭედლო-სახელოსნოები, თეატრალური დასი და ორკესტრი, რომელიც თბილისშიც მართავდა კონცერტებს. ევროპული ტიპის სოფლად გარდაქმნა და მისი ასეთი კომპლექსური განვითარება, კოსტა ამირეჯიბის დამსახურებაა. მან უცხოეთში მიღებული გამოცდილება ავლევში დანერგა. პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, მაგრამ კიდევ სცადა და... გამოვიდა. საბჭოთა ოკუპაციამ სოფელი ავლევი ჩვეულებრივ სოფლად აქცია, თვითორგანიზების, ადგილობრივ საქმეებში ჩართული თემის მისაბაძი მაგალითი და... კვალი წაშალა.

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა: CDC სათემო განვითარების ცენტრმა, მკვლევართა ჯგუფთან ერთად, 100-120 წლის წინანდელი, ენთუზიასტების, სოფლის თვითორგანიზების და სათემო გამოცდილების, ანუ სოფლის პრობლემების მოგვარებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის, 20 უნიკალური ისტორია ნაბიჯ–ნაბიჯ შეისწავლა და წიგნად – „ინიციატივა ცვლილებებისთვის“ გამოსცა.


მსგავსი პოსტები