საქართველოში მოხალისეობრივი აქტივობები გასული საუკუნიდან იღებს სათავეს. იდეალური მაგალითია პატარა გოგონას საქველმოქმედო წამოწყება, რომელიც ფართომასშტაბიან აქციად იქცა და დღემდე გრძელდება, რადგან ქალაქის დღესასწაულის სახე მიიღო. მე–20 საუკუნის დასაწყისში, ქუთაისში ალექსანდრა ჩიქოვოვანმა და მისმა მოხალისე მეგობარმა გოგონებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს, ისინი ყიდდნენ გვირილებს და შემოსული თანხით, ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. გაიზიარე მათი სულისკვეთება, რადგან #ესქვეყანაშენია