პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით დაუცველები აღმოჩნდნენ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ადამიანები, რომლებსაც გვერდში დგომა ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს. არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა (CSDC)” წამოიწყო მიუსაფარი და მარტოხელა ქალების მხარდასაჭერი, მოხალისეობრივი კამპანია “ჩაერთე და ჩართე”. მოხალისეებისა და მხარდამჭერების ჩართულობით ისინი დაუკავშირდენენ 100 ქალს, რომელსაც შეზღუდვების პირობებშიც კი, მოხალისეებთან ერთად, აწვდიან პირველადი ჰიგიენის ნივთებსა და პროდუქტებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი წვილილი მიუძღვის იმ 25 მოხალისეს, რომელიც ჩართულია კამპანიაში. ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მათი ერთ-ერთი მიღწევა ყველაზე რთულ პირობებში მარტოხელა ქალების მდგომარეობის შემსუბუქებაა. “საზოგადოების განვითარების ცენტრს (CSDC)” არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი მათგანი მიზნად ისახავდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში სკოლის მოსწავლეების ინფორმაციულ და ტექნოლოგიურ განვითარებას, ამ გზით ბავშვები ჩამოვიდნენ თბილისში და მოხალისეების ხელშეწყობით მეგობრული ურთიერთობები დაამყარეს თბილისში მცხოვრებ თანატოლებთან. ასევე ორგანიზაციისთვის ურთულესი პროექტი და გამოწვევა იყო, რომ მიუსაფარი ბავშვები ქუჩისთვის მოეწყვიტათ და დისტანციურ სწავლებაში ჩაერთოთ. მათი დაუღალავი შრომის შედეგად, ათობით ბავშვი სკოლაში ჩაირიცხა და დღესაც აქტიურად არიან სწავლებაში ჩართულნი.
პანდემიის შედეგად არსებული შეზღუდვების მიუხედავად, კამპანია “ჩაერთე და ჩართე” გრძელდება და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, მოხალისეებისა და მხარდამჭერების ჩართულობით, ისინი ყველაზე მძიმე ყოფას უმსუბუქებენ მარტოხელა და მიუსაფარ ქალებსა და ბავშვებს.
#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია