იმ დროს, როდესაც ქალაქი გაურკვევლობამ მოიცვა, ოთხმა მეგობარმა, ოთხმმა მარიამმა, გადაწყვიტა რომ ადამიანები სიკეთის გარშემო გაეერთიანებინა.
როცა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, ადამიანებს შიში გაუჩნდათ, რომ საკვები და სხვა პროდუქტი ამოიწურებოდა, მაღაზიებში რიგები დადგა. ყველა კომპანია თუ დაწესებულება სხვა რეჟიმზე გადავიდა. ამ დროს, უფასო სასადილოებშიც შეიცვალა ყველაფერი, ზოგიერთი კი, საერთოდ დაიხურა. მოხუცები, ვინც სასადილოებით სარგებლობდნენ, ლუკმა–პურის გარეშე დარჩნენ. ეს ფაქტი გახდა მარიამებისთვის მთავარი შთაგონება, რომ შეექმნათ Facebook-ზე ჯგუფი, რომლის თავდაპირველი მიზანი იყო „კათარზისის“ მოხუცების დახმარება, ჯგუფის სახელი იყო “დავეხმაროთ კათარზისის მოხუცებს”. ქალაქში სიკეთის კეთებას მოწყურებული ბევრი ადამიანი აღმოჩნდა და სოციალურ ქსელში, მარიამების შექმნილი ჯგუფის წევრების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, რამაც კამპანიის მასშტაბების გაზრდა და არა მხოლოდ „კათარზისის“ ბენეფიციარების დახმარება, არამედ ბევრი სხვა ხანდაზმულის დახმარება გახდა შესაძლებელი. ახლა ჯგუფის სახელია “დავეხმაროთ მოხუცებს”. სირთულეების მიუხედავად მოხალისეებმა შეძლეს ბენეფიციარების საკვებით, წამლებით თუ სხვა საჭირო ნივთებით მომარაგება ისე, რომ კამპანიაში ჩართული არც ერთი პირის ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე არ დამდგარა.
როგორც მარიამები ამბობენ, მოხალისეობა პასუხისმგებლობასთან ერთად, უდიდესი ბედნიერებაა. დასძენენ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ აღვიქვამთ თუ როგორ უჭირთ სხვა ადამიანებს, როგორ სჭირდებათ მათ დახმარება და რა სირთულეების გადალახვა უწევთ. „თუ ერთხელ მაინც იქნებით მოხალისე და დაეხმარებით სხვებს, გაახარებთ მათ, იგრძნობთ თუ როგორი მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი სამყაროსთვის და ამავე დროს მიხვდებით თუ როგორ ცვლის ეს გარემოება თქვენს ცხოვრებას
#გახდიმოხალისე #გააზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია