სიღნაღიდან ორ კილომეტრში, ბოდბის მონასტრიდან ხელმარჯვნივ და ზევით მიმავალ გზას თუ დაადგებით ქედელის დასახლებას მიადგებით, ადგილობრივების თქმით ოდესღაც სოფელი იმდენად დიდი იყო, რომ მას ქუჩებიც კი „ყოფდა“, ვერ გეტყვით ასვლის შემდგომ რომელ ქუჩაზე აღმოჩნდებით, მაგრამ როგორც კი ცოტას გაივლით, ჭიშკარი შემოგვხვდებათ და იქიდან ჯერ ცნობისმოყვარე მომზირალ თვალებს, შემდეგ კი მომღიმარ სახეებს წააწყდებით..