en
ge

პირველი ნაბიჯი დიდი ცვლილებებისკენ

პირველი ნაბიჯი დიდი ცვლილებებისკენ

პირველი ნაბიჯი 1998 წელს გადაიდგა, როცა ორმა ქალბატონმა, ჯეინ ენ ქორბოიმ და ნინო ქადაგიძე- ჟვანიამ, „კასპის ბავშვთა სახლში“ სიკვდილის პირას მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ნახა და მათი გადარჩენისთვის აქტიური მუშაობა დაიწყო.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი ნაბიჯი უკვე 23 წლისაა და უამრავ დიდ ნაბიჯს დგამს ცვლილებებისკენ.

"ჩვენ ვართ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია, რომელიც პრობლემებს შესაძლებლობად აქცევს, მცირე პროგრესს - დიდ გამარჯვებად. ჩვენი მისიაა, უზრუნველვყოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება."

ორგანიზაციამ არაერთი რთული ეტაპი გაიარა, ათასობით ბავშვს და მათ ოჯახებს გაუწოდა დახმარების ხელი, ათეულობით სპეციალისტი პროფესიონალად აქცია, დანერგა და განავითარა მომსახურებები, ბავშვებთან მუშაობის მეთოდები და არასოდეს გაჩერებულა. 

ახლა 800-ზე მეტ ბავშვს ეხმარება ყოველთვიურად.

შეიქმნა თერაპიისა და კონსულტაციის ცენტრი, რომელიც 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს ემსახურება, დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამები მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევების მქონე 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელიც ერთადერთია თბილისში ამ სიმძიმის მქონე ბავშვების მომსახურებაში. 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები