en
ge

რა არის სიძულვილის ენა?

რა არის სიძულვილის ენა?

სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ხელს უწყობს, პროვოცირებას უწევს, ან ამართლებს ქსენოფობიას, რასობრივ შუღლს, ანტისემიტიზმს, შეუწყნარებლობას.



სიძულვილის ენა მოიცავს გამონათქვამებს, მტკიცებას, იდეებსა თუ შეხედულებებს, რომლებიც მიმართულია ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის წინააღმდეგ; ასევე ძალადობისკენ მოწოდებას, იქნება ეს ზოგადი ხასიათის, თუ კონკრეტული ადრესატისადმი მიმართული
.

სიძულვილის ენის ამსახველი ტექსტები ხშირად ეყრდნობა კონსპირაციულ თეორიას, დეზინფორმაციის ხასიათს ატარებს და ამავე დროს, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთ ფრაგმენტზე ამახვილებს ყურადღებას.

სიძულვილის ენა საშიშია საზოგადოებისთვის, არა მხოლოდ უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის კუთხით, არამედ საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრებიდან სხვადასხვა ჯგუფის გარიყვის საშიშროების მხრივაც. სიძულვილის ენა საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჰარმონიულ თანაცხოვრებას.

რა ფორმით შეიძლება გამოიხატოს სიძულვილის ენა? 

ეს შეიძლება იყოს ფოტო, კარიკატურა, მიმი, სიმბოლო, რაიმე დოკუმენტი, ან სტატია, რომელიც ონლაინ ან რეალურ სივრცეშია განთავსებული.

იყავი ყურადღებით და ნუ გაავრცელებ სიძულვილის ენის ამსახველ მასალას!

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები