en
ge

ჟესტური ენის ალტერნატიული სკოლა

ჟესტური ენის ალტერნატიული სკოლა

ჟესტური ენის ალტერნატიული სკოლა მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელიც ბათუმში 5 წელზე მეტია მუშაობს.

მიზანი – სმენის არმქონე ადამიანებთან ურთიერთობის გამარტივებაა. სწავლა განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს აინტერესებთ, თუმცა საჯარო მოხელეებიც არიან ჩართულნი. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორგანიზაციამ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული სივრცის შექმნა გადაწყვიტა. ბევრი ფიქრისა და მუშაობის შემდეგ, შეძლეს ბათუმში ერთ–ერთი ცნობილი, სოციალური კაფე – თავისუფალი სივრცე შეექმნათ. 

პროექტის იდეის თანაავტორი ნინო ჩხაიძე იხსენებს, რომ სივრცე, სადაც ახლა კაფეა, საწყობად გამოიყენებოდა და მსგავსი ინიციატივა, საწყის ეტაპზე, ამბიციურად ჩანდა. 

ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი და მეგობარი ცდილობდა სახსრების მოძიებას. მოხალისეობრივად ჩაერთვნენ – შეღებეს კედლები, მოაწესრიგეს იატაკი, გააკეთეს მაგიდები. მოკლედ, რაც შეეძლოთ საკუთარი ხელით გააკეთეს და მოაწესრიგეს. 

ასე, ერთობლივად შექმნეს თავისუფალი სივრცე, რომელიც დღეს, არა მხოლოდ ერთ–ერთი ყველაზე ადაპტირებული გარემოა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, არამედ საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეცაა ყველასთვის.

ღონისძიებები, დისკუსიები, აზრთა გაზიარება, სიახლეების გაცნობა, საგანმანათლებლო პროგრამები – „თავისუფალი სივრცის“ მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები