არსებობს მითი, რომ ჰიდროენერგეტიკა არის ყველაზე იაფი, ყველაზე მწვანე და თანამედროვე ტექნოლოგია. რეალურად, ისინი დრამატულ ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ადამიანზე. დიდი კაშხლების მშენებლობისას იტბორება ტყეები, ხმელეთისა და მდინარისპირა ეკოსისტემები, სამეურნეო მიწები, იცვლება მდინარის დინება და შედეგად იწყება ნაპირების ეროზია. ბათუმის სანაპირო ზოლი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა ზიანს აყენებს ჰიდროენერგეტიკული სადგურები გარემოს. "ეს ქვეყანა შენიას" პოდკასტების სერიის სტუმარია მანანა ქოჩლაძე, რომელიც მოგვიყვება, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ჰიდროენერგეტიკულ ობიექტებს გარემოსა და ადამიანზე.
#გააზიარეპასუხისმგებლობა #ესქვეყანაშენია