en
ge

რას წერდა ეკატერინე გაბაშვილი სწავლის შესახებ?

რას წერდა ეკატერინე გაბაშვილი სწავლის შესახებ?

„სწავლა დიდი სამკაულია კაცისთვის“ - წერდა ეკატერინე გაბაშვილი 1870 წელს „დროებაში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სახელად „გლეხკაცის აზრი სასოფლო სკოლაზე“. მწერალი თანასოფლელების სწავლისადმი დამოკიდებულებასა და ახლისადმი გაუცნობიერებელ შიშზე საუბრობდა, ეს განწყობები კი თანამედროვე საზოგადოებისთვისაც არ არის უცხო.

''...განა ვერა ხედავ, როგორ ყველაში გჯობიათ სწავლულნი ხალხი: როგორც გონივრობაში, ისე ცხოვრებაში, თუ ჭამით, თუ სმით და ჩაცმით? აქედან ჩანს, რომ სწავლას უფრო ადვილად მოაქვს კეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, განა დღიური ლუკმა მარტო ხვნითა და თესვით მოიპოვება? არა, თქვენისთანა მხვნელ-მთესველს კარგი ცხოვრება ვერ უპოვნია და ვერც თქვენ იპოვნით, იმიტომ ხვნასა და თესვასაც სწავლა უნდა. მეორეც ესა, რომ არიან კიდევ სხვა ბევრი გზები ცხოვრებისა, მაგალითად: ვაჭრობა, ხელოსნობა, ოსტატობა, მხატვრობა, მწერლობა, ხელმწიფის სამსახური და სხვა. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს შვილებს არ შეეძლოთ ასრულება ყველაფრისა, რაც მე ჩამოვთვალე. სწავლას ბევრი რამ შეუძლიან, შენიშნულია, რომ წარჩინებულნი კაცნი ხშირად უფრო თქვენისთანა ხალხიდგან გამოდიან. სიხარულით მიეცით თქვენი შვილები სკოლაში, სწავლა დიდი სამკაულია კაცისათვის და მარტო სწავლას შეუძლიან გამოიყვანოს ხალხი იმ უმეცარი მდგომარეობიდგან, რომელშიაც აქამდისინ ყელამდინ არის ჩაფლული...“

მსგავსი პოსტები