რა მდგომარეობაა სახელმწიფო გრანტების გაცემის მიმართულებით საქართველოში? ამის გასარკვევად სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დაკვეთით, ორმა ორგანიზაციამ: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა და მწვანე კავკასიამ მონიტორინგი განახორციელეს. მწვანე კავკასიამ – 2016 წელს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაცემული გრანტების შეისწავლა, ხოლო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა – 2017 წლის. მონიტორინგი განხორციელდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის ფარგლებში“, რომელსაც ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი აფინანსებს. გთავაზობთ კვლევების შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებს.
მწვანე კავკასიის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა არ ჩანს, ასევე:
- საგრანტო პროგრამების შემუშავების პროცესი არ ეფუძნება არსებული პრობლემების სიღრმისეულ შეფასებას და საჭიროებს ანალიზს;
- ინსტიტუციების ნაწილს დადგენილი არ აქვს გასაჩივრების უფლება და შესაბამისი პროცედურები;
- ზოგჯერ, მეტისმეტად არის გართულებული ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნები;
- ზოგადია ან საერთოდ არ არსებობს საქმიანობის ეფექტურობის მონიტორინგისა და შეფასების პროცედურები;
- საკმაოდ დაბალია საზოგადოების ინფორმირების ხარისხი, პროგრამებისა და ცალკეული გრანტების შესახებ;
- არ ხდება პროგრამის განხორციელებისას მიღებული შედეგების ანალიზის გათვალისწინება შემდეგი წლის საგრანტო პროგრამების დაგეგმვისას...
რაც შეეხება „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს“, მისი ძირითადი მიგნებები შემდეგია:
- საჯარო დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემის პრაქტიკის შესწავლისას, ვერ მოხერხდა საგრანტო პროგრამით განსაზღვრული აქტუალური და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის საჭიროებებისა და მიმართულებების ემპირიული საფუძვლის დასაბუთება სხვადასხვა კვლევითა და წყაროთი;
- საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა საგრანტო განაცხადების შეფასების ეტაპზე;
- შეფასების სისტემები საჭიროებს დამატებით ნარატიულ განმარტებას, რათა შეფასების შედეგი უფრო გაზომვადი და განჭვრეტადი გახდეს;
- უმეტესად, საჯარო ინსტიტუტები თავად ახდენენ ფინანსური ანგარიშების კონტროლს და ამოწმებენ პროექტის თანხების მიზნობრივ ხარჯვას;
- საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ განხორციელებული ეფექტურობის შეფასების ფართომასშტაბიანი კვლევა.
მონიტორინგის შედეგები სრულად იხ:
2016 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში
2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში
ამავე თემაზე იხ:
სსო–ები და სახელმწიფო: ფინანსური თანამშრომლობის ევროპული გამოცდილება
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემოსავლის წყაროები