ნეტავ როგორ ატარებენ ახალ წელს მთის ბავშვები? - სწორედ ეს ფიქრი აეკვიატათ რაჭის სათემო ორგანიზაცია-ის წევრებს, რომლებიც უკვე მესამე წელია სხვადასხვა ასაკის ბავშვებს საახალწლოდ წიგნებითა და სათამაშოებით ახარებენ.
ორგანიზაცია ყოველ წელს აწყობს საახალწლო ღონისძიებას რაჭაში მცხოვრები თითო-ოროლა ბავშვისთვის.
ქალაქთან შედარებით მთაში მცხოვრებ ბავშვებს არ აქვთ ის განწყობა, რაც საჩუქრების მიღებას, სახაალწლო სამზადისსა და ფუსფუსს მოყვება. ორგანიზაციის წევრები ჯადოსნური განწყობის შესაქმნელად, ბავშვებსთვის საჩუქრებს მაშინ ტოვებენ, როცა მათ სძინავთ, რათა გაღვიძებულებს „თოვლის ბაბუისგან“ სიურპრიზი დახვდეთ.
ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ხოლო საჩუქრებს წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით ინაწილებენ. ‘
’ზოგადად, ადამიანის განვითარებისათვის და მისი მომავლისთვის ბავშვობის წლებსა და ამ პერიოდში მიღებულ გამოცდილებას დიდი როლი ეკისრება. როგორ გარემოში ცხოვრობს, რამდენად მნიშვნელოვნად თვლის თავს, რამდენად ზრუნავენ მასზე. ვფიქრობ, ამ რამდენიმე ათეული ბავშვიდან ერთი მაინც თუ შეიყვარებს წიგნებს იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე უყვარდა. თუნდაც ერთს მაინც თუ ეცოდინება, რომ მის მომავალზე სხვა ადამიანებიც ზრუნავენ, ჩავთვლი, რომ კამპანიამ თავის მისია შეასრულა.“ ამბობს ეთო არსანიძე ორგანიზაციის წევრი.
#გაიზიარეპასუხიმსგებლობა, იყავი სამაგალითო სხვებისთვის და იზრუნე მათ მომავალზე, რადგან #ესქვეყანაშენია