en
ge

როგორ უვლიან გარემოს ახალგაზრდები

როგორ უვლიან გარემოს ახალგაზრდები

ალგეთელმა ახალგაზრდებმა გარემოს დასუფთავება გადაწყვიტეს - ნარჩენების შეგროვება, დახარისხება, სპეციალურ ურნებში განთავსება და გატანის უზრუნველყოფა. ოთხი თვის განმავლობაში, „ალგეთის ახალგაზრდულ ცენტრში“ გაერთიანებულმა გოგო-ბიჭებმა ალგეთი და მის ირგვლივ მდებარე ხუთი სოფელი 15 კგ ალუმინის ქილისა და 50 კგ პლასტიკისგან გაწმინდეს. იმის გათვალიწინებით, რომ ამ სახის ნარჩენებს ადგილობრივები, ძირითადად, წვავდნენ ან მდინარეს ატანდნენ, ატმოსფერო მარნეულის მუნიციპალიტეტში 75 კგ CO2 კარბონ დიოქსიდის გამონაბოლქვითა და 100 ლიტრი ნავთობის წვით მიღებული შედეგებით გაჯერებას გადაურჩა.

„ჩვენი ორგანიზაცია ახალია, შარშან აგვისტოში დავაარსეთ“, - გვიყვება „ალგეთის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი, ემილ ბადრადდინოვი, - „ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, გარეთ ერთი ურნაც არ იყო, რომ ადამიანს ნარჩენები დაეტოვებინა. მხოლოდ სოფლის ცენტრში იდგა ორი ურნა, რომელიც მაღაზიებისთვის იყო განკუთვნილი. ამიტომ, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყველა მდინარეში ყრიდა ან წვავდა. ამან განაპირობა ჩვენი აქტივობა და ახალგაზრდობის სააგენტოში შევიტანეთ პროექტი, რომლის ერთ-ერთი მიზანი გარემოს დაცვის საქმეში ჩვენი თემის ახალგაზრდების ჩართვა იყო“.

როცა „ალგეთის ახალგაზრდულია ცენტრი“ საქმიანობას შეუდგა, მის შემადგენლობაში იყო 18 ახალგაზრდა, რომელმაც სსო „ამბრელაში“ ლიდერობის, დემოკრატიის, გარემოს დაცვის, ციფრული უნარებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ სწავლება გაიარა. შემდეგ მათ სწავლებები თავად ჩაატარეს და ახლა ორგანიზაციაში 13-დან 30 წლამდე 150 ახალგაზრდაა, ალეთისა და მის ირგვლივ მდებარე ხუთი სოფლიდან.

„ერთად ვაკეთებთ ყველაფერს“, - ყვება ემილი, - „ხალხს ჯერ კიდევ არ აქვს იმის ცონდა, რომ ნარჩენების მდინარეში ჩაყრა ან დაწვა, გარემოს აბინძურებს, გლობალურ დათბობას უწყობს ხელს და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ვნებს. ამის შესახებ შეხვედრები და საუბრები ჩავატარეთ, ვაჩვენეთ „ამბრელას“ მიერ სპეციალურად გარემოს დაცვის საკითხებზე მომზადებული ანიმაციური ფულმი. რადგან სოფლებში საყოფაცხოვრები ნარჩენებისთვის ურნები არ იყო, თავად დავამზადეთ ოთხი დიდი ურნა, ცალ-ცალკე - პლასტიკის, ალუმინის, მინისა და ქაღალდისთვის და ჩვენი ცენტრის გვერდით დავდგით. მოქალაქეები მოდიოდნენ და ნარჩენებს ყრიდნენ. რომ ვნახეთ, ამ სიტემამ იმუშავა, პროექტის ფარგლებში, ვიყიდეთ ურნები და სოფლების მაღაზიებთან, სკოლებთან დავდგით. როცა ისინი აივსება, ჩვენს იქაურ წევრებს ნარჩენები ჩვენთან მოაქვთ და დიდ ურნებში ვათავსებთ. დიდი ურნების დასაცლელად კი, მოდიან მარნეულის ერთ-ერთი ფაბრიკიდან, რომელსაც ნარჩენების გატანაზე მოველაპარაკეთ“. 

ეს აწყობილი მექანიზმი, რომელიც, პროექტის დასრულების მიუხედავად, კვლავ ქმედითია და, როგორც ემილი ამობს, სულ ფუქნციური იქნება, ძნელად განხორციელდებოდა, ალგეთელ ახალგაზრდებს მათი ორგანიზაციისადმი ადგილობრივების დამოკიდებულება რომ არ შეეცვალათ. დღეს, „ალგეთის ახალგაზრდული ცენტრის“ წევრების უმეტესობა გოგოა, თუმცაა, თავიდან, მშობლები შვილებს მათთან მისვლას კი უკრძალავდნენ.

„მსგავსი ორგანიზაცია ჩვენს თემში არ იყო და ზოგიერთი მშობელი შვილს ჩვენთან არ უშვებდა, რისთვის მიდიხართ, რა იცით, რას აკეთებენო“, - ღიმილით იხსენებს ემილი, - „ამის მოსაგვარებლად, დავპატიჟეთ ეს მშობლები ჩვენთან, მოვუყევით ჩვენი მიზნების შესახებ და, მერე, ნათესავებს, მეზობლებს თვითონ ურჩევდნენ ჩვენთან მოსვლას. ჩვენს ბავშვებთან ერთად, ჩაიხანებშიც მივედით, სადაც ადამიანები საუბრობდნენ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ახალგაზრდები დროის გასატარებლად იკრიბებოდნენ, ჩვენი საქმიანობის შესახებ ვესაუბრეთ და მათი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ზოგადად, დამოკიდებულებების შეცვლა საზოგადოებირივი ორგანიზაციებისადმი ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია“.

ახლა „ალგეთის ახალგაზრდული ცენტრი“ რამდენიმე სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მუშაობს არაფორმალური განათლების, ბულინგისა და თემისთვის მნიშვნელოვანი სხვა პრობლემული მიმართულებით, ადგლობრივი ახალგაზრდების ცოდნისა და კომპეტენციის ასამაღლებლად. მეტის ეფექტის მისაღებად, ცენტრი რეგიონის სხვა სსო-ებთანაც თანამშრომლობს. გეგმაშია ახალგაზრდული კაფეს გახსნაც. ეს უნდა იყოს სივრცე, რომელიც სხვადასხვა ტრენინგსა და სწავლებას უმასპინძელებს და ადგილი, სადაც იქაური თემის ბავშვები დასაქმდებიან.

ყველაზე მთავარს, რაც „ალგეთის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ უკვე მოიტანა, ემილი სულ რამდენიმე სიტყვაში უყრის თავს: „ჩვენი თემის ბავშვები, სკოლის შემდეგ, მხოლოდ სახლებში მიდიდნენ. ახლა, გაკვეთილებს რომ იმეცადინებენ, ჩვენს ორგანიზაციაში მოდიან, სიახლეებს ეცნობიან, რაღაცებს სწავლობენ და, საკუთარი სურვილით, დიდი ენთუზიაზმით, ერთვებიანსხვადასხვა საქმეში. ვფიქრობ, მათი ენერგია სწორი მიმართულებით იხარჯება“.

ავტორი: მაკა ჯაიანი

მსგავსი პოსტები