en
ge

დიდება გმირებს

დიდება გმირებს

საუკუნეების განმავლობაში, ქართველმა ერმა უმძიმესი წნეხის ქვეშ გაიარა, რისგანაც დღემდე ვერ თავისუფლდება. ამის მიუხედავად, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი და ერთმორწმუნე მეზობელია.

1783 წელს ხელი მოეწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველაზე დიდი სამეფოს, ქართლ-კახეთის ტერიტორიის დაცვის პასუხისმგებლობას რუსეთი იღებდა საკუთარ თავზე. რუსები ქართველებს არამარტო დაცვას, მეტიც, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასაც დაჰპირდა.

ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ხელშეუხებლობის საკითხი ტრაქტატში საგანგებოდ იყო შეთანხმებული, თუმცა, სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები: დაპირებების მიუხედავად, წირვა-ლოცვა არ სრულდებოდა მშობლიურ ენაზე, აღევლინებოდა რუსულად, რის შემდეგაც რუსულმა მმართველობამ, აფხაზების გარკვეულ ნაწილზე ზემოქმედება იქონია და ისლამის მიღებისკენაც უბიძგა.

მეზობელმა სახელმწიფომ არ იკმარა და მე-19 საუკუნეში, მწიგნობრიობის ერთ-ერთ ძირითად კერაში, ეგზარქოსმა ევგენიამ ალავერდის დიდებული ტაძარი თეთრი კირით გადაღება, სწორედ ამ დროს წაიშალა ტაძრის უნიკალური ფრესკები.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.უახლეს ისტორიაში კი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველომ დაკარგა 103 სოფელი და 2011 წლისთვის კიდევ 32 სოფელი. საზღვრების გადმოწევის პროცესი დღემდე ინტენსიურად გრძელდება. ადამიანების ნაწილს მოუხდა საკუთარი სახლებისა და ოჯახის წევრების საფლავების საზღვარს მიღმა დატოვება, ნაწილმა კი ტერიტორიებიდან გამოღწევაც კი ვერ შეძლო.

მივაგოთ პატივი საქართველოს დამოუკიდებლობას შეწირულ გმირებს და სანამ ვიტყვით თუ ვინ არის ჩვენი სამშობლოს კეთილმოსურნე მეგობარი, ფაქტებს გადავავლოთ თვალი. ნუ გავხდებით სხვისი აზრის თანაზიარნი.


მსგავსი პოსტები