en
ge

სათემო ორგანიზაცია „თოლისკური“

სათემო ორგანიზაცია „თოლისკური“

ლუკას ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ხის დამუშავება მისი საყვარელი საქმიანობაა.

იცით ვინ დაეხმარეა მას საყვარელი საქმიანობის აღმოჩენასა და შესწავლაში?

განათლებისა და განვითარების ცენტრი “თოლისკური” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხობში მაცხოვრებლების, განსაკუთრებით ახალგაზრდების არაფორმალური განათლების, სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის მუშაობს.

სათემო ორგანიზაცია „თოლისკურს“, ლუკას ცხოვრებაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან მათი დახმარებით იპოვა ისეთი საყვარელი საქმე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან გაჰყვება და სიამოვნებას მიანიჭებს. ლუკამ, ორგანიზაციის ხელშეწყობით ისწავლა: ხის დამუშავება, სხვადასხვა აპარატის აწყობა და სხვა მრავალი საქმიანობა.

ლუკა თვლის, რომ როდესაც საკუთარი საქმე გიყვარს, მაშინ უფრო მეტად ხარ მოტივირებული და მონდომებული. და კიდევ ერთი – მიღებულ ცოდნას თანატოელებს უზრიარებს, მან კარგად იცის, ადამიანების განვითარებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას რამხელა მნიშვნელობა აქვს.

მსგავსი პოსტები