თბილისი. კამპანიაში „ეს შენ გეხება" – ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მიმართავენ. როგორც მიმართვაშია ნათქვამი – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე 1 თვით ადრე საქართველოს პარალმენტში პლენარული სხდომები არ გაიმართება, შესაბამისად, ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები განხილვა და მიღება შესაძლოა გადავადდეს.
კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ „საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ განაახლოს საკანონმდებლო პაკეტის განხილვა და ხელი შეუწყოს ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დასრულდეს.
ასევე, მივმართავთ საქართველოს მთავრობას არ გააჭიანუროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესი და მხარი დაუჭიროს ფარულ მიყურადებებთან დაკავშრებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან".
სრულად
წყარო: isfed.ge