შიდა ქართლი. 5 ივნისს ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის, IFES-ის მხარდაჭერით, წამოიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მამაკაცთა ჩართულობას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდაში. პროექტში ჩაერთვებიან ის მამაკაცები, რომლებიც იკავებენ მმართველ პოზიციებს და შეუძლიათ გავლენა მოახდინონ და შეცვალონ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული წარმოდგენები. პირველი შეხვედრა გაიმართა 6 ივნისს გორში და მას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის თანამშრომლები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და იურისტები. ნათია ომაძემ, გორის გენდერის მედია ცენტრის დირექტორმა, ზაზა ჭიპაშვილმა, გორის დემოკრატიის სკოლის დირექტორმა და გოგა აფციაურმა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა დამსწრეებს წარუდგინეს პრეზენტაციები ქალთა პოლიტიკაში ჩართულობაში მამაკაცთა როლთან დაკავშირებით.
წყარო: IFES