en
ge

დედობის ჯაფა ორნახევარი სრულგანაკვეთიანი სამუშაო დღის ტოლფასია

თბილისი. „ხშირად გაგვიგონია, რომ დედობა სრული დატვირთვით მუშაობაა, მაგრამ, კვლევების თანახმად, სინამდვილეში, დედის მიერ გაწეული სამუშაო ორნახევარი სრულგანაკვეთიანი სამუშაო დღის ტოლფასია. ახალი ამერიკული კვლევა გვიჩვენებს, რომ საშუალოდ, დედები კვირაში 98 საათს მუშაობენ, რაც ორჯერ და მეტჯერ მეტია სამუშაო კვირაზე, რომლის საშუალო ხანგრძლივობაც 39 საათს შეადგენს", - ამის შესახებ ორგანიზაცია „საფარი" თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში წერს.
მასალის მიხედვით, მკვლევარებმა შეისწავლეს 2000 დედის გრაფიკი, რომლებსაც 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავდათ. მათ აღმოაჩინეს, რომ დედის საშუალო სამუშაო დღე დილის 6:23-დან იწყება და საღამოს 8:13-ზე მთავრდება. კვლევამ გვიჩვენა, რომ როგორც წესი, დედები თავიანთ თავისუფალ დროსაც კი ბავშვების მოვლას უთმობდნენ. რაღა თქმა უნდა, ისინი დასვენების დღეებშიც ისევე მუშაობდნენ, როგორც სამუშაო დღეებში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)