აჭარა. 9 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა დისკუსია მოაწყო – ქალის როლი გადაწყვეტილების მიღებაში. შეხვედრაზე აღნიშნული ჯგუფის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „უთქმელი ისტორიები" აჩვენეს. ფილმი ქალთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და მოგვითხრობს მე–19 საუკუნეში მოღვაწეების: ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის, ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. დოკუმენტური ფილმის მიზანი საზოგადოებისთვის ქართველი ქალების უცნობი ფემინისტური მემკვიდრეობის ჩვენება იყო. შეხვედრას ადგილობრივი სამთავრობო, არასამათავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.