en
ge

ჭიათურა, ჭიათურელთა კავშირი და ადგილობრივი პრობლემები

ჭიათურა, ჭიათურელთა კავშირი და ადგილობრივი პრობლემები

საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, ჭიათურელთა კავშირი ერთ-ერთი ყველაზე მრავალხმრივია. 

2009 წელს დაარსებული ორგანიზაცია ქვეყანაში რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ძირითადი საქმიანობა ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ვეტერანებთან შეხვედრა, ადვოკატურა, ადამიანის უფლებების დაცვა და გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლაა - რაც ჭიათურელთათვის განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა, თუმცა როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი - შოთა გაფრინდაშვილი აცხადებს, ჭიათურის პრობლემები მხოლოდ ლოკალური ნამდვილად არ არის და მათ გადასაჭრელად სრულიად საქართველომ უნდა იზრუნოს. 

ასე მაგალითად, მანგანუმის მოპოვება დღესაც მოძველებული ტექნოლოგიებითა და მეთოდებით მიმდინარეობს, რაც მდინარე ყვირილასა და ჰაერის დაბინძურებას იწვევს. ჭიათურის ჰაერში მანგანუმის ზეჟანგის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატება.

„ჭიათურელთა კავშირი“ მოხალისეებთან ერთად მუდმივად მონაწილეობს არა მხოლოდ ჰუმანიტარულ აქტივობებში, არამედ გარემოს დაცვისადმი მიმართულ ღონისძიებებში. მაგალითად 2017 წელს ჭიათურელთა კავშირმა რეგიონში 3 500 ნერგი დარგო და 4 ჰექტარი მიწის რეკულტავაცია მოახდინა. „ჭიათურელთა კავშირის“ საქმიანობაში დღეს უამრავი მოხალისეა ჩართული.

მსგავსი პოსტები