en
ge

გვიყვარხართ ბებია–ბაბუებო

გვიყვარხართ ბებია–ბაბუებო

სოფელ სკრაში მოხალისეები ველოსიპედებით აკითხავენ ხანდაზმულებს, აგროვებენ სარეცხს და სოციალურ სამრეცხაოში მიაქვთ, გარეცხილს კი უკან უბრუნებენ. პროექტს „გვიყვარხართ ბებია–ბაბუებო“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბეთლემი“ 2017 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია ხანდაზმულთა ინტეგრაცია საზოგადოებაში და მათი პირობების გაუმჯობესება. სოციალური სამრეცხაო, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელმაც ხანდაზმულთა ცხოვრება შეცვალა, ხოლო ზრუნვამ და ყურადღებამ მათი ცხოვრება შეამსუბუქა.

ბებია, რომელის შთაგონებითაც პროექტი შეიქმნა, დღემდე ჩართულია ყველა აქტივობაში, რაც ყველასთვის თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია სხივი ცხოვრების გალამაზება, თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს.

„ბეთლემი” 2000 წლიდან არსებობდა საინიციატივო ჯგუფის სახით, რომელში გაერთიანებული ადგილობრივი მაცხოვრებლები ყველაზე უკეთ იცნობდნენ გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ სკრის პრობლემებს. შემდეგ კი, საინიციატივო ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბა.

ჩატარებულმა მოკვლევამ აჩვენა, რომ ეპიდვითარებამ განსაკუთრებულად მწვავე ზემოქმედება იქონია სკრის თემში სოციალურად დაუცველ როგორც მარტოხელა მოხუცებზე, ისე სხვა სოციალურ ჯგუფებზე და ოჯახებზე. პენსიის ამარა დარჩენილები ვერ უმკლავდებიან კვების, მედიკამენტების, გადასახადების და გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რასაც თან ერთვის ასაკისგან გამოწვეული შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები, ახლობელი ადამიანების დაკარგვისგან მიღებული ტრავმა ან ოჯახური ძალადობის გაზრდილი შემთხვევები.

ორგანიზაცია „ბეთლემი“ გეგმავს სკრის თემში დაეხმაროს კიდევ უფრო მეტ სოცალურად დაუცველ, დევნილ,მარტოხელა მოხუცს. ზამთარში გაუარესებული ამინდის გამო, ისინი გეგმავენ რომ ველოსიპედები დროებით ჩაანაცვლონ სამარშუტო მანქანით, სადაც დამონტაჟდება სარეცხის მანქანა და თითოეულ მოხუცს მოემსახურებიან საკუთარ ბინაზე მისვლით. 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა და დაეხმარე მას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდები, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები