განათლების მიღება - ნებისმიერი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. საქართველოში, სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ინკლუზიურობის იდეა, რაც ნებისმიერი უნარისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანისათვის განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ინკლუზიური და ადრეული განათლების სპეციალისტი - ცირა ბარქაია, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, შშმ პირებისთვის საჭირო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.