კოვიდ -19 პანდემიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრებაზე განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა – ბევრი მათგანი დახურულ კარს მიღმა, ონლაინ კომუნიკაციის ამარა დატოვა.
მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარები, რომლებიც დღის ცენტრის საშუალებით შემეცნებით, საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიურ სერვისებს იღებდნენ. რაც მათ ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებას და სოციალურ ინკლუზიას უწყობდა ხელს.
პანდემიით გამოწვეული საშიშროებების თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა შემოქმედებითი სახელოსნოს, ახალგაზრდული ცენტრის, სოციალური საწარმოს „გორდიზაინის“, სმენის კვლევის ცენტრის, მოხალისეობის სამსახურის მუშაობა, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისა რომელიც აგრძელებს მუშაობას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი", რომელიც მუშაობს შიდა ქართლის რეგიონში, აქვს ცენტრის ფილიალები ქარელსა და ხაშურში 140-მდე ბენეფიციარს ეხმარება განვითარებასა და რეაბილიტაციაში, პანდემიის შედეგად გორის დღის ცენტრი გადავიდა მუშაობისა და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, ბენეფიციარებთან მუშაობაში ჩართო პედაგოგები, ფსიქოლოგი, ხელოვნებისა და ლოგოპედის ჩათვლით. მათ, ვისაც არ ჰქონდა ინტერნეტთან, კომპიუტერთან წვდომის შესაძლებლობა, ორგანიზაციამ ,,ადამიანის უფლებათა სახლის მიერ დაფინანსებულ პროექტში COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა, ბენეფიციარებისათვის შეიძინა ლეპტოპები და ტელეფონები ონლაინ, სახლიდან სამუშაოდ. თუმცა ონლაინ კომუნიკაცია სრულად ვერ ანაცვლებს დღის ცენტრში სოციალიზაციასა და სწავლის სრულ პროცესს. ეს ბავშვებზე, ცხადია, უარყოფითად მოქმედებს. დღის ცენტრის გახსნას და ერთამანეთთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან.
#გადაიაზრეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია