en
ge

რა არის აკუსტიკური ან ხმოვანი დაბინძურება და რა ზიანი მოაქვს მოქალაქეებისთვის?

რა არის აკუსტიკური ან ხმოვანი დაბინძურება და რა ზიანი მოაქვს მოქალაქეებისთვის?

ხმოვანი დაბინძურება ერთ–ერთი დიდი პრობლემაა მსოფლიოში, თუმცა ხშირად იგი ყურადღების მიღმა რჩება, რადგან აკუსტიკური ხმაური იმდენად გავრცელებულია, რომ ზოგჯერ მას ვერც კი ვამჩნევთ.

მოდით, პირველ რიგში, გავიგოთ რა არის აკუსტიკური ხმაური?

აკუსტიკური ხმაური – ყველა სახის განგძობითი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღებია ჰაერში. მან შესაძლოა ადამიანებსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. 

  • ადამიანები ხმაურისგან თავდაცვას ჩვენს წელთაღრიცხვამდეც ცდილობდნენ, მაგალითად ამის გამო რომში ღამის ეკიპაჟების მოძრაობაც შეზღუდეს. აკუსტიკური ხმაური განსაკუთრებით მე–18 საუკუნიდან იწყებს ზრდას, როცა ხმაურის სხვადასხვა წყარო თანდათან გაჩნდა: დაზგები, ჩარხები, მშენებლობები, მატარებლები, ავტომობილები, მოტოციკლები, თვითმფრინავები, მაშხალები, ინდუსტრიული თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. 
  • მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიიზაციის (WHO) განმარტებით 70 დეციბალზე ნაკლები ხმის დონე ცოცხალ ორგანიზმებს არ აზიანებს, ხანგრძლივობისა და თანმიმდევრულობის მიუხედავად. 
  • 85 დეციბალს მიღმა ხმაური, რომელიც 8 საათზე მეტხანს გრძელდება უკვე საფრთხეს წარმოადგენს. ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც აკუსტიკური ხმაურის ნორმები დადგენილია და ისინი დღის და ღამის პერიოდებისთვის და ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავებულია. 

ნორმები

 ნორმებს დაცვა სჭირდება, რაც თითოეული მოქალაქის სოციალური ვალდებულება და სოციალური პასუხისმგებლობაა. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ და არ ვიხმაუროთ ისე, რომ თანამოქალაქეები, თანასოფლელები შევაწუხოთ. მით უმეტეს, რომ აკუსტიკური ხმაური სტრესისა და გაღიზიანების გარდა, ბევრი დაავადების ხელშემწყობი შეიძლება გახდეს: 

  • ჰიპერტენზიის
  • სმენის დაქვეითების
  • უძილობის
  •  ბავშვთა განვითარების შეფერხების
  • კარდიოვასკულარული დისფუნქციის
  • დემენციის
  • ფსიქოლოგიური დისფუნქციის

მსგავსი პოსტები