en
ge

როგორი გინდა იყოს შენი ქვეყნის მოსამართლე?

როგორი გინდა იყოს შენი ქვეყნის მოსამართლე?


#ესქვეყანაშენია სოციალური კამპანია

აი, რას ვკითხულობთ მიხეილ ჯავახიშვილის სტატიაში: (დამოუკიდებელი სასამართლო: გაზ. "ივერია" 1906)

'...სასამართლოს დამოუკიდებლობა მოითხოვს, რომ მისი წევრები ყოველ მხრით დამოუკიდებელი იყვენ. ამისთვის დაწესებულია:

1) წესი მოსამართლის არჩევისა,

2) მოსამართლის გამოცვლა არავის არ შეუძლია სასამართლოს გარდა 

3) მოსამართლის ისეთ პირობებში ჩაყენება, რომ ის სავსებით მიუდგომელი იყოს.

ამისთვის მას არ შეუძლიან სხვა რაიმე საქმე იკისროს, სხვაგან იმსახუროს, საჩუქარი მიიღოს ვისიმე მხრით. მას ნება არა აქვს მთავრობის მხრით მიიღოს ხარისხი, ჯამაგირი, ჩინი და სხ.; მას ეძლევა საკმაოდ დიდი ჯამაგირი.

მოსამართლეს თვითონ ხალხი ირჩევს, მაგრამ იქ, სადაც სავსებით არ არის აღიარებული საზოგადოდ ხალხის უმაღლესი უფლება, მოსამართლეთა არჩევაც ხალხს არა აქვს მინდობილი. ევროპაში მხოლოდ შვეიცარიის მოსამართლეებს ირჩევენ, მაგრამ ხალხი კი არა, არამედ მისი წარმომადგენელნი - ფედერატიული კრება. მოსამართლეთა არჩევანი დემოკრატიული წესით განხორციელებულია ავსტრალიის ფედერატიულ რესპუბლიკაში და ამერიკის დეფერაციის ზოგიერთ შტატებში. იქ თვითონ ხალხი ირჩევს მოსამართლეებს და ისეთივე უფლებებს აძლევს მათ, როგორც პარლამენტის წევრებს. მაგრამ ინგლისშიაც მოსამართლე ავსტრალიისა და ამერიკის მოსამართლეზე ნაკლებად არ არის დამოუკიდებელი. ეს იმით აიხსნება, რომ ინგლისში მტკიცედ არის დაცული მოსამართლის გამოუცვლელობის პრინციპი და მისი უზრუნველყოფა. უწინ ინგლისის სასამართლო პირველი მონა და მოსამსახურე იყო გაბატონებულ კლასისა, ეხლა კი, როცა ორივე პალატის გარდა არავის არ შეუძლიან მოსამართლის გამოცვლა, როცა მოსამართლემ სრული ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა ხალხის თვალში და როცა მოსამართლე საპატიო პირად ითვლება საზოგადოებაში, სასამართლო ძირიან-ფესვიანად შეიცვალა და მისი ავტორიტეტი იმდენად გამტკიცდა, რომ ინგლისის სასამართლოს ვერავინ უსაყვედურებს მიდგომას და ამა თუ იმ კლასის მოსამსახურეობას...'

როგორ ფიქრობთ, ხორციელდება თუ არა დღეს მართლმსაჯულება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიერ, რომელთა კეთილსინდისიერება და კომპეტენცია ეჭვებს არ იწვევს?


მსგავსი პოსტები