en
ge

საზოგადოება „ბილიკის“ საქმიანობა

საზოგადოება „ბილიკის“ საქმიანობა

საზოგადოება ,,ბილიკი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წელს, გორში დაფუძნდა. ორგანიზაცია მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან. საზოგადოება “ბილიკის” მისიაა გაზარდოს ახალგაზრდების, თემის და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები და გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. "ბილიკი"-ს სურვილია საზოგადოების საჭიროებებს გამოეხმაუროს და ბავშვებს შესთავაზოს მაღალი დონის პროფესიონალური მომსახურება, რათა მათ სახეებზე მუდამ ღიმილი თამაშობდეს. 

„ბილიკის“ ბენეფიციარები არიან: 

🔵 გორის ღარიბი ოჯახების შვილები (მ.შ ქუჩის ბავშვები, 6–18 წლამდე) 

🔵 დევნილი ოჯახების შვილები, 

🔵 შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეები 

🔵 სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები. 

მათი საქმიანობა შემდეგი მიმართულებით/პროგრამებით მუშაობს: ბავშვზე ზრუნვა, თემის განვითარება, სამოქალაქო განათლება და მოხალისეობა. "ბილიკმა“ ასევე დაარსა 2 დღის ცენტრი საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური, სოციალურ და საბაზო მომსახურებით, 3 მცირე საოჯახო სახლი გორსა და ხაშურში და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ხაშურში. სურათზე გამოსახულია მათ მიერ განხორციელებულ რამდენიმე პროგრამაში ჩართული ბავშვების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში.

მსგავსი პოსტები