აჭარა. 10 მაისს, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან“ ერთად, ხელი მოაწერა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.
თანამშრომლობის საგანი მოიცავს:
• ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებას;
• საბჭოს თანამშრომლობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
• ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას;
აჭარის რეგიონული ჰაბი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში