სამცხე–ჯავახეთი. 145 დარეგისტრირებული ახალგაზრდა და 15 მონაწილე ორგანიზაცია, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველი მოხალისეობის ფორუმი გაიმართა. მოხალისეობის ფორუმის ორგანიზება, ევროკავშირის ხელშეწყობით, პროექტ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას ფარგლებში გახდა შესაძლებელი და მასში მონაწილეობდნენ, სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ორგანიზაციები: ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, სამხრეთის კარიბჭე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცხრე არხი, ტოლერანტი, დემოკრტ ქალთა საზოგადოება, თანადგომა შვილებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო, საინფორმაციო სააგენტო Jnews , ასოციაცია ახალქალაქის კარტოფილი, დემოკრატ მესხთა კავშირი, ტალიტა კუმი, მწვანე სახლი იღებდნენ მონაწილეობას. ფორუმის მიმდინარეობისას, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ, თითოეულ ორგანიზაციას, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია, მათი საქმიანობების (მიზნების) შესახებ და ინტერესთა თანხვედრის შემთხვევაში შეევსოთ კითხვარი, რომლითაც მომდევნო ეტაპზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეძლებენ დაუკავშირდნენ მათ.
მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებული იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, პროექტ ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ (2017-2020) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ