მცხეთა–მთიანეთი. 21 ივლისს, პროექტის ,,მოხალისეობრივი ფესტივალი წეროვანში” ფარგლებში, წეროვნის დასახლების ცენტრალურ სკვერში, მოხალისეობის საზაფხულო ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება საინტერესო ტურნირებით, მინი ჩემპიონატებით, შემეცნებითი ვიქტორინებით და სხვა მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა. სტუმრების განწყობაზე ილუზიონისტმა ავთანდილ ცქიტიშვილმა იზრუნა. ადგილობრივ მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის გამოფენისა და გაყიდვის შესაძლებლობა ჰქონდათ. საღამო მუსიკალურად ფოლკლორულმა ჯგუფმა "ქართული, სპეციალურად მოწვეულმა ბენდმა „ქილეიჯესი“ და დიჯეიმ გააფორმეს. ღონისძიება ორგანიზებული იყო 7 წეროვანელი ახალგაზრდის მიერ, რომლებმაც იდეა რეალობად აქციეს და მოხალისეობრივი ინიციატივების საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
პროექტი ,,მოხალისეობრივი ფესტივალი წეროვანში” ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი