თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს ანალიტიკურ ბლოგპოსტს „თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებული დარღვევები".
„... საქართველოში თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადებში წარდგენის კონტროლს ახორციელებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო. მაგალითად, „მათი მონაცემებით 2012-2014 წლებში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 თვის ვადაში ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება დაარღვია ცხრა თანამდებობის პირმა. რვა მათგანს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით… ამავე დროს, დეკლარაციის წარდგენის ვადების კონტროლისგან განსხვავებით, დეკლარირებული ფინანსური მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება თანამდებობის პირს, რომელიც წარადგენს აღნიშნულ მონაცემებს, თუმცა არცერთ უწყებას არ აქვს აღნიშნული მონაცემების სიზუსტის მონიტორინგის ვალდებულება...", ნათქვამია ბლოგში.
სრულად...
წყარო: idfi.ge