თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ბლოგს: „ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდა საშუალოდ 17 მილიონი ლარით გაზრდის საბიუჯეტო ხარჯებს". მასში ნათქვამია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" 28 ნოემბერს შესული ცვლილებებით, შეიცვალა ფორმულა, რომელიც თვითმმართველ საჯარო უწყებებში ასაყვან თანამშრომელთა მაქსიმალურ რაოდენობას ადგენდა.
„ძველი ფორმულით, ადგილობრივ თვითმმართველობებში 10 157 საშტატო ერთეული იყო განსაზღვრული, ახლით კი – 12 573. ცვლილებების შედეგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების საჯარო მოხელეთა მაქსიმალური საშტატო რაოდენობა 2 416-ით (24%) გაიზარდა…კანონპროექტის... განმარტებით ბარათში ცვლილების მიღების მიზეზად მიუთითებს შემდეგს: „შენარჩუნდეს მუნიციპალიტეტების მოსამსახურეთა არსებული შტატების რაოდენობა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, თუმცა შეიზღუდოს მისი გაზრდის შესაძლებლობა". ჩვენ მიერ გაკეთებული გამოთვლებით, მხოლოდ ქუთაისსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემცირდა ეს ზღვარი, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი ზღვარი იზრდება”, ნათქვამია ორგანიზაციის პუბლიკაციაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge